საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ  ბათუმში, მუსიკალური არხის MTV -ის კონცერტისთვის ბიუჯეტიდან   1.390.473 (მილიონ სამას ოცდაათი ათას ოთხას სამოცდაცამეტი) ლარი გამოყო.

ეს ინფორმაცია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს, მოთხოვნის საფუძველზე, თავად კულტურის სამინისტრომ მიაწოდა . ინსტიტუტმა შესაბამისი დოკუმენტი საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში გამოაქვეყნა.

MTV -ის ორგანიზებით კონცერტი ბათუმში 2 აგვისტოს გაიმართა, რომელშიც ცნობილი პოპ ვარსკვლავი ენრიკე ეგლასიასი მონაწილეობდა. აქამდე კოცერტის დაფინანსების საკითხი გამჭვირვალე არ იყო.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *