ხელოვნება

ქართული დოკუმენტური ფილმი „ბახმარო“ ამერიკულ ფესტივალზე

23 ივნისი, 2011 • 1146
ქართული დოკუმენტური ფილმი „ბახმარო“ ამერიკულ ფესტივალზე

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის,  „ბახმაროს“ პირველი ჩვენება აშშ–ს ერთ–ერთ კინოფესტივალზე გუშინ შედგა. ფილმის მეორე ჩვენება ფესტივალზე რამდენიმე საათში გაიმართება.

ფილმის ავტორმა, სალომე ჯაშმა, რუსთავის 2–ის დილის პროგრამაში პირდაპირი ჩართვისას ფილმის ჩვენების შესახებ ისაუბრა:

„ეს იყო პირველი საერთაშორისო ჩვენება. ძალიან საინტერესო აუდოტორიაა. ძალიან ველოდებოდი, როგორ შეხვდებოდა და კმაყოფილი ვარ იმ მხრივაც,  რომ საინტერესო კითხვა–პასუხები იყო ფილმის დასრულების შემდეგ. ველოდები, როგორ ჩაივლის მეორე ჩვენება. პირველ რიგში, ეს ჩემთვის იმიტომაა მნიშნველოვანი, რომ ფილმი „ბახმარო“ ძალიან საინტერესო ფილმების წრეში მოხვდა. თან ფესტივალი არის იმის საშუალება, რომ ფილმი ნახონ ფესტივალის წარმომადგენლებმა, დისტრიბუტორებმა და აქაური ტელევიზიების წარმომადგენლებმა.

ამავე თემაზე: ”ბახმარო” – დროისა და სივრცის მიღმა

მასალების გადაბეჭდვის წესი