პარასკევს, 3 ივნისს, ,,დიოგენეში” გაიმართება ვერონიკა მიურატის წიგნის ,,ნინო” პრეზენტაცია.
ვერონიკა დე შაბო-ტრამკური პრინცესა მიურატისა დაიბადა საფრანგეთში. განათლება მიიღო პარიზში. დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი: არის ჰუმანიტარული მეცნიერების დოქტორი. აქვს გამოქვეყნებული წიგნები – ,,იმ დროს…რომ იცოდეთ…”(1981), ,,კონსტან დე შაბო” (1994). 1997 წლიდან ცხოვრობს საქართველოში. ,,ნინო ანუ ამბავი ერთი სიყვარულისა” მისი პირველი ტექსტია მხატვრული ლიტერატურის ჟანრში.





