დღეს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების №43 აუქციონი გაიმართა. ფინანსთა სამინისტრომ აუქციონზე 10 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 364 დღის ვადის მქონე სახაზინო ვალდებულებები გაიტანა, რომელთა რაოდენობაც ორჯერ აღემატება წინა აუქციონზე გატანილ სახაზინო ვალდებულებებს. თუმცა, მიუხედავად ამისა, მიღებული განაცხადების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო №42 აუქციონის მონაცემებთან და 20-ს შეადგენდა. აქედან დაკმაყოფილდა 6. აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7–მა კომერციულმა ბანკმა. ბანკების მხრიდან მოთხოვნა 38 700 000 ლარით განისაზღვრა. აუქციონის შედეგით, დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 13.08%, მაქსიმალური 13.75%, ხოლო საშუალო შეწონილი პროცენტი 13.572%.
სახაზინო ვალდებულებების №43 აუქციონის შედეგები
-
13.11.2026 ახალციხის მერმა კათოლიკეებს უარი უთხრა საკონფერენციო დარბაზის დათმობაზე – catholic.ge -
13.11.2026 მაღლაფერიძის ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს წევრები დამატებით 1 თვის ჰონორარებს აიღებენ -
13.11.2026 ფიქრიშვილების საქმე – პენიტენციური სამსახურისა და გლდანის ციხის ყოფილ დირექტორებს ბრალი წარედგინათ -
13.11.2026 ფაშინიანმა და ალიევმა ორი ქვეყნის ელექტროქსელების დაკავშირება განიხილეს -
13.11.2026 ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ სპეცრაზმელებს 5-5 წელი მიუსაჯეს -
12.11.2026 76 წლის მასწავლებელი მე-8 კლასელი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
