ახალი ამბები

პედაგოგთა პროფკავშირი ახალ პრეზიდენტს 30 ოქტომბერს აირჩევს

5 ოქტომბერი, 2010 • • 1406
პედაგოგთა პროფკავშირი ახალ პრეზიდენტს 30 ოქტომბერს აირჩევს

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ახალ პრეზიდენტს 30 ოქტომბერს აირჩევს.

პრეზიდენტის არჩევის თარიღი პროფკავშირების აღმასრულებელმა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე განსაზღვრა.

მანამდე კი #39-ე სხდომაზე  საბჭომ  ყოფილი პრეზიდენტის მანანა ღურჭუმელიძის გადადგომის შესახებ განცხადება განიხილა.

სპმთპ-ის წესდების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი შეიძლება პროფკავშირის წევრი იყოს, რომელსაც პროფკავშირებში, ხელმძღვანელ თანამდებობაზე, მუშაობის სულ ცოტა სამწლიანი გამოცდილება აქვს და  მინიმუმ 5 წლის მანძილზე საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ყრილობის დელეგატია.

კანდიდატობის მსურველთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გასტანს.


მასალების გადაბეჭდვის წესი