ახალი ამბები

ტელეიმედის იმიტირებულმა გამოშვებამ სპეკტაკლები ჩაშალა

8 აგვისტო, 2011 • • 1155
ტელეიმედის იმიტირებულმა გამოშვებამ სპეკტაკლები ჩაშალა
ტელეკომპანია ,,იმედში” გასულ იმიტირებულ საინფორმაციო გამოშვებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ჩაიშალა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრში მიმდინარე სპექტაკლები. 
რუსთაველის თეატრის მსახიობმა, ზაზა პაპუაშვილმა განაცხადა: ,,პირველ რიგში ჩოჩქოლი დავინახეთ , მაყურებელი აღარ გაჩერდა. ჩოტა ხანში სცენაზე ჩვენი ხმა აღარ ისმოდა. უცებ ხალხი ადგა და დაიძრა. გავაჩერეთ სპექტაკლი და ყველანი ტელევიზორს მივცვივდით”.
უდროო დროს სპეკტაკლის დასრულების მანიშნებელი ფარდა მარჯანიშვილის თეატრშიც დაეშვა. 
რეჟისორის,მანანა ბერიკაშვილის განცხადებით, საღამოს სეანსი თეატრში ჩაიშალა:,,ეს იყო ჩემთვის უფრო მეტად შოკის მომგვრელი ვიდრე აგვისტოში. ჩემმა ოჯახმა ძალიან მძიმე წუთები გადაიტანა. ეს უპასუხისმგებლო გადაცემა იყო”.

მასალების გადაბეჭდვის წესი