ეკონომიკა

ძველი სალარო აპარატების გამოყენება პირველი თებერვლიდან იკრძალება

28 იანვარი, 2012 • 1532
ძველი სალარო აპარატების გამოყენება პირველი თებერვლიდან იკრძალება

GPRS სისტემის საკონტროლო- სალარო აპარატების შეძენის ვადა 1 თებერვალს იწურება.

“იმ მეწარმეთა რაოდენობა, რომლებსაც ახალი სალარო აპარატი არ აუღიათ, ძალიან მცირეა. ამიტომ, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, დარეგისტრირების ვადა აღარ გადაიწევს”, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.

სამინისტროს ცნობით, უკვე დარეგისტრირებულია 90 000-მდე სალარო აპარატი.

ახალი მოდელის საკონტროლო სალარო აპარატების დარიგება გასული წლის აგვისტოდან დაიწყო. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად გადამხდელთა ნაწილი საერთოდ თავისუფლდება სალარო აპარატის ქონის ვალდებულებისაგან. საქმე ეხება მიკრობიზნესის სტატუსის მქონე გადამხდელებს. მიკრობიზნესის სტატუსი მინიჭებული აქვს 18 599  გადამხდელს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ახალი აპარატები უსასყიდლოდ გადაეცა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე 10 758 მეწარმეს.

GPRS სისტემის საკონტროლო – სალარო აპარატის ღირებულება 290 ლარია.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, იმ მეწარმეებს, რომლებიც ჩააბარებენ განაცხადს და გადახდის ქვითარს აიღებენ პირველ თებერვლამდე, ახალი სალარო აპარატის აღებამდე, შეუძლიათ ისარგებლონ ძველი მოდელის აპარატით. სხვა შემთხვევაში, პირველი თებერვლიდან ძველი სალარო აპარატის გამოყენება იკრძალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი