“ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დეკემბრის პირველ ნახევარში, როდესაც ბიუჯეტი დავამტკიცეთ, იყო სულ სხვაგვარი, რადგან მაშინ სხვა გარე ფაქტორები არსებობდა. დღეისათვის სიტუაცია შეცვლილია. არა მხოლოდ ქართული ვალუტის, არამედ ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გაცვლითი კურსიც შეიცვალა. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, ამიტომ მოგვიწევს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა,”- ამბობს ხადური. 

 

მისი განცხადებით, ის აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკის სამინისტროსთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. 

 

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ანტიკრიზისულ გეგმაზე სასაუბროდ პრეზიდენტს შეხვდება. 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *