ახალი ამბები

ნურსულთან ნაზარბაევმა საპრეზიდენტო არჩევნებში მეხუთედ გაიმარჯვა, 97.7%-ით

27 აპრილი, 2015 • • 1295
ნურსულთან ნაზარბაევმა საპრეზიდენტო არჩევნებში მეხუთედ გაიმარჯვა, 97.7%-ით

BBC-ის ცნობით, ნაზარბაევი, რომელიც 26 წელია, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მართავს ყაზახეთს, მეხუთედ შეუდგება ქვეყნის მართვას.

 

ნაზარბაევს მხოლოდ ორი ოპონენტი ჰყავდა, თუმცა ყაზახეთში მიიჩნევენ, რომ მას კონკურენტი არ ჰყავდა, რადგან მისი ოპონენტები სამთავრობო კანდიდატები იყვნენ.

 

New York Times წერს, რომ ნავთობით მდიდარ ყაზახეთში ნავთობზე ფასების დაცემისა და რუსეთში მიმდინარე რეცესიის გამო ყაზახეთის ეკონომიკის ზრდა შემცირდა, თუმცა ქვეყნის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ არჩევნები მთავრობის ლეგიტიმურობის გამოხატულება იქნება ამ არასტაბილურ პერიოდში.

ყაზახეთის მოქმედი და საპრეზიდენტო კანდიდატი ნურსულთან  ნაზარბაევი 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს, ასტანა. 26.04.2015 Photo Credit: EPA/IGOR KOVALENKO
ყაზახეთის მოქმედი და საპრეზიდენტო კანდიდატი ნურსულთან ნაზარბაევი 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს, ასტანა. 26.04.2015 Photo Credit: EPA/IGOR KOVALENKO

მასალების გადაბეჭდვის წესი