ახალი ამბები

საჯარო სექტორში ხელფასის დაგვიანების მიზეზად ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას ასახელებენ

28 იანვარი, 2015 • 992
საჯარო სექტორში ხელფასის დაგვიანების მიზეზად ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას ასახელებენ

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გოჩა კახიძემ „ბათუმელებს“ განუმარტა, რომ ხელფასის დაგვიანება ელექტრონული მართვის სისტემაზე გადასვლას უკავშირდებოდა: „თუმცა ეს საკითხი ტექნიკურად უკვე მოგვარებულია და დღეს ყველა თანამშრომელს ხელფასი ჩაერიცხება.“

 

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმაც განაცხადა.

 

ინფორმაციას ხელფასის დაგვიანების შესახებ უარყოფენ აჭარის სოფლის მეურნეობისა და განათლების სამინისტროებში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ნონა გალოგრეს ინფორმაციით კი სოფლის ექიმები, რომლებმაც „ბათუმელებთან“ ხელფასის დაგვიანებაზე განაცხადეს, „ხელფასს ჩვეულებრივ, ანგარიშის წარდგენისთანავე მიიღებენ.“


2015 წლის 1 იანვრიდან ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ბიუჯეტები ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადავიდა. ანგარიშების მართვა სახელმწიფო ფინანსების მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემით ხდება და ელექტრონული ბიუჯეტის სისტემა ინერგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი