ახალი ამბები

აბაშიძე: ალასანია გადააყენეს თანამდებობიდან და ჩემი გადაყენებით ქვეყანა არ დაიშლება

11 ნოემბერი, 2014 • • 1230
აბაშიძე: ალასანია გადააყენეს თანამდებობიდან და ჩემი გადაყენებით ქვეყანა არ დაიშლება

“თუ უმრავლესობა გადაწყვეტილებას მიიღებს და თანამდებობებიდან გადაგვაყენებს, ეს მათი გადასაწყვეტია, ირაკლი ალასანია გადააყენეს თანამდბეობიდან და და ზურაბ აბაშიძის გადაყენებით ქვეყანა, მე მგონი, არ დაიშლება”, – განუცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია “იმედს”.


დისკუსია იმის თაობაზე, რომ აბაშიძემ შესაძლოა ვიცე-სპიკერის პოსტი დატოვოს, უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ გახსნა, როდესაც თქვა, რომ პარლამენტის რეგლამენტით ეს ქვოტა უმრავლესობას ეკუთვნის. 


პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, თავმჯდომარის თითო მოადგილე აირჩევა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან არჩეულ პარლამენტის წევრთაგან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მაჟორიტარული წესით არჩეულ პარლამენტის წევრთაგან, ამ პარლამენტის წევრთა უმრავლესობის წარდგინებით; გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს; ასევე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არაუმეტეს 3 კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თითო კანდიდატურის, მაგრამ არაუმეტეს 3-ისა, წარდგენის უფლება აქვთ იმ საარჩევნო სუბიექტების, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს, მიერ შექმნილ ფრაქციებს, რომლებიც გაერთიანებული არ არიან უმრავლესობაში.


შესაბამისად, თუ ზურაბ აბაშიძეს თანამდებობიდან მოხსნიან, თავისუფალ დემოკრატებს ვიცე-სპიკერის კანდიდატურის დასახელების საშუალება მაინც ექნებათ.


მასალების გადაბეჭდვის წესი