ახალი ამბები

ალასანიას თქმით, აფხაზეთის საკითხზე მთავრობა აგრესიულ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს

18 ოქტომბერი, 2014 • • 1008
ალასანიას თქმით, აფხაზეთის საკითხზე მთავრობა აგრესიულ პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამს

“ჩვენ დავიწყებთ ძალიან აგრესიული საგარეო პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას,” – ეს განცხდება ჟურნალისტებთან ირაკლი ალასანიამ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, აგრესიულში აქტიურობას გულისხმობს. 

 

თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საგარეო აქტიურობების შესახებ გაწერილი პოლიტიკური გეგმა ორშაბათამდე უნდა მომზადდეს. 


საქართველოს მთავრობა რუსეთსა და აფხაზეთს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ” ხელშეკრულების საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციის მიზნით ერთიან სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს, – აღნიშნული დავალება მინისტრთა კაბინეტის წევრებმა პრემიერ-მინისტრისგან უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


მასალების გადაბეჭდვის წესი