ახალი ამბები

ჰამერბერგი მთავრობას ძალადობის წინააღმდეგ ეროვნული კამპანიის წამოწყებას ურჩევს

7 ივნისი, 2014 • • 1108
ჰამერბერგი მთავრობას ძალადობის წინააღმდეგ ეროვნული კამპანიის წამოწყებას ურჩევს

“ჩემი ერთ–ერთი რეკომენდაცია მთავრობის მისამართით გახლავთ ძალადობის წინააღმდეგ ეროვნული კამპანიის წამოწყება, რათა ისეთი ფაქტების პრევენცია მოხდეს, რომელიც უახლოეს წარსულში დაფიქსირდა, პოლიტიკასთან დაკავშირებული პირების, საარჩენო კამპანიაში მონაწილე პირების თუ კაფეში თავდასხმის და სხვა შემთხვევები. ამ ინციდენტებთან დაკავშირებით აუცილებელია სრულყოფილი გამოძიება ჩატარდეს, რომლის შედეგებიც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს საზოგადოებისთვის. პოლიტოსებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხედრებისას მაინცდამაინც არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ჩემი ეს კონკრეტული რეკომენნდაცია გულისყურითაა მიღებული. თუ ძალიან მკაფიოდ არ დაფიქსირდა, რომ ეს არის მიუღებელი, ეს შეიძლება გახდეს სიგნალი სხვა პირებისათვის, რომ მათ მწვანე შუქი აქვთ ანალოგიური ქმედებების ჩასადენად. ეს შეიძლება იყოს, როგორც პოლიტიკური ასევე სხვა ტიპის უთანხმოების შესახებ”. –განაცხადა ჰამერბერგმა.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო ბერიოდის განმავლობაში ლიტერატურულ კაფეში თავს დაესხნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორ ნოდარ ლადარიას, გასული თვის განმავლობაში ასევე თავს დაესხნენ ბიზნესმენ დავით კოდუას, რომელიც  სოდ-ის ყოფილი უფროსის, ერეკლე კოდუას ძმაა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი