“საკმაოდ მოცულობითი სამუშაო ჩავატარეთ საანგარიშო პერიოდში, რაც გამოიხატება იმაში, რომ ბევრ ჩვენ პროექტში საკმაოდ დიდი წინსვლა გავაკეთეთ. პირველ რიგში, მინდა გამოვყო ერთი საკითხი, ეს არის დიდი ბრიტანეთის ბიბლიოთეკიდან ქართული ხელნაწერების ჩამოტანის საკითხი, ამის შესახებ მე მცირე ინფორმაცია გავავრცელე, მოხერხდა ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში დაცული 6 ხელნაწერიდ დიგიტალური ვერსიის ჩამოტანა საქართველოში. რამოდენიმე მათგანი საკმაოდ მნიშვნელოვანი ხელნაწერია, იქ არის იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შესრულებული მე–11 საუკუნის დიგიტალიზაციის საკითხი, ასევე პალიმფსესტის ერთი ფურცელი, რომელიც უნიკალურია თავისი შინაარსით, ეს არის ქართულ–ებრაული პალიმფსესტი. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩამოვიდა 5 ასლი დიგიტალური ვარიანტის, რომლიდანაც ერთი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს გადაეცემა, ერთი- საპატრიარქოს, ასევე, კულტურის სამინსიტროს, საჯარო ბიბლიოთეკას, ერთი კი ჩვენთან დარჩება და იქნება ხელმისაწვდომი მკვლევარებისთვის და ყველასთვის, ვისაც შინაარსი აინტერესებს. ორიგინალი სახე ამ დოკუმენტის ჩვენთან არ არსებობდა და ამ ასლების გადაცემა ჩამოთვლილი დაწესებულებებისთვის განხორციელდება, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში”, – განაცხადა მინისტრმა პროექტ “საქართველოს თავრობა ღია მმართველობის ფარგლებში” გამართულ შეხვედრაზე.
სურგულაძე: ბრიტანეთიდან ჩამოტანილი ხელნაწერები რამდენიმე დაწესებულებას გადაეცემა

-
26.09.2026 თბილისის 21-ე სკოლაში სწავლა 28 სექტემბრიდან განახლდება – განათლების სამინისტრო -
26.09.2026 სანიოლი: მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის -
26.09.2026 შსს: ლევ მიხეევმა საქართველო მისთვის უსაფრთხო, მესამე ქვეყნის მიმართულებით დატოვა -
26.09.2026 მანიპულაცია — რეალურად რამდენით გაიზარდა აგროწარმოება 2012 წლის შემდეგ? -
26.09.2026 ვინ არის საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელი რამაზ სვანაძე -
26.09.2026 ვილი სანიოლი მოხსნეს, მას ნაკრებში ქართველი მწვრთნელი ჩაანაცვლებს