ახალი ამბები

შსს-მ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის გაქურდვაში ბრალდებული დააკავა

6 ნოემბერი, 2013 • • 1110
შსს-მ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის გაქურდვაში ბრალდებული დააკავა

სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული გიორგი პ. გორში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს და ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. შსს-ს განცხადებით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

შსს-ს განცხადებით, დაკავებულმა 2013 წლის წლის 6 ნოემბერს, გამთენიისას, გორში, გარსევანიშვილის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან ტელევიზორი, ვიდეოკამერა, ლეპტოპი, სხვადასხვა დამტენი და „იუ-პი-ესი“ მოიპარა.

 

გამოძიება ქურდობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი