ახალი ამბები

ივანიშვილი: დავგეგმეთ, რომ გაზაფხულისთვის ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახემ ხელშეკრულებას

8 სექტემბერი, 2013 • • 1089
ივანიშვილი: დავგეგმეთ, რომ გაზაფხულისთვის ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახემ ხელშეკრულებას

“ჩამოვედით ბალტიისპირეთის მესამე ქვეყანში, რომელიც საქართველოს მეგობარ ქვეყანად მოიხსენიება და მართლაც  მეც შევეჩვიე უკვე, ვილნიუსის შემდგომ რიგა და ახლა ტალინში ჩამოვედით. როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობ თავს. მქონდა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანძაზე ვიყავით და საოცრად მაგარი მოწყობილი აქვთ და ძალიან კარგი იყო.  ჩვენი მეგობარი ქვეყანა წლების განმავლობაში მხარს გვიჭერს,  იცით სიახლეც, რომ ჩვენ ვაპირებთ, დავგეგმეთ, რომ გაზაფხულისთვის ხელი მოვაწეროთ ასოცირების შესახემ ხელშეკრულებას. ასეთი გეგმა ავირჩიეთ. გუშინ გითხარით სიახლე, რომ არის ამის საშუალება. ძირითადი შეხვედრები ხვალ გველის, დღეს ეკონომიკის მინისტრთან და ბიზნეს საზოგადოების წარმომადგენლებთან გველის შეხვედრა”,– განაცხადა ივანიშვილმა. 

 

პრემიერ–მინისტრის კომენტარს ივანიშვილის “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდი ავრცელებს. 

 

შეგახსენებთ, რომ, გუშინ, 7 სექტემბერს, რიგაში გამართული კონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ–მინისტრმა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთეს. სიკორსკიმ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებს პირობებს და ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოხდება, ევროპული კომისია დოკუმენტენს მოამზადებს ხელმოსაწერად, კომისიის მანდატის ამოწურვამდე. 

 

“პრემიერ–მინისტრი ახლახან იმყოფებოდა პოლონეთში და ძალიან კარგი შეხვედრა ჰოქნდა დონალდ ტუსკთან. პრემიერები შეთანხმდნენ, რომ დამკვირვებლებს გამოაგზავნის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებს. მოხარული ვარ, რომ შემიძლია გაცნობოთ, გუშინ  ვილნიუსში შევთანხმდით, რომ  თუ პირობები შესრულდება და საქართველო ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას მოახდენს,  კომისია მომაზადებს დოკუმენტებს ხელმოსაწერად, კომისიის მანდატის ამოწურვამდე”, – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ. 

 

შეგახსენებთ, რომ მოქმედი ევროკომისია 2010 წელს დაამტკიცა ევროპარლამენტმა, კომისიას 5- წლიანი მანდატი აქვს და უფლებამოსილება 2014 წლის 31 ოქტომბერს ეწურება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი