
ეს განცხადება მან დღეს ბათუმის სასამართლოში გააკეთა, სადაც დაკავებული პროცესი მიმდინარეობს.
ვაჩნაძე სამართალდაცავებმა 27 აგვისტოს, ბათუმში, პიაცასთან, პრეზიდენტის იქ ყოფნისას მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში ედება ბრალი.
13. 20 წუთზე სასამართლოში დაკავებულის ადვოკატის შუამდგომლობის შედეგად მოსამართლემ 10- წუთიანი შესვენება გამოაცხადა.
ვაჩნაძის ადვოკატმა ასევე დააყენა შუამდგომლობა, რომ ამოიღონ და საქმეს დაურთოს ბათუმის პიაცას ვიდეოთვალის კადრები, რომელზეც, ვაჩნაძის მტკიცებით, უნდა გამოჩნდეს, რომ პრეზიდენტის დაცვამ იგი ცემა. ვაჩნაძის მტკიცებით, სხეულზე მას აღენიშნება სისხლნაჟრენთები და აქვს ექსპერტიზის დასკვნა. ის აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მის მეგობარს წაართვეს აიპედი, რომლითაც მომხდარს იღებდნენ და მოსამართლეს თხოვა დაავალდებულოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას მისი წარმოდგენა. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ადვოკატების მეორე შუამდგომლობა შეეხებოდა მათთვის საქმის გასაცნობად ადეკვატური დროის მიცემას. ადვოკატებმა მოსამართლეს პროცესის რამდენიმე საათით გადადება თხოვეს, თუმცა მოსამართლემ საპასუხოდ 10- წუთიანი შევენება გამოაცხადა.
ვაჩნაძემ პროცესზე განაცხადა, რომ ის დააკავეს არა პოლიციის, არამედ პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა და მას დაკავებიდან 2 საათში განუმარტეს დაკავების მიზეზი. ასევე არ მისცეს ადვოკატის ყოლის უფლება.
სასამართლო პროცესი შესვენების შემდეგ განახლდა.
