“გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცხმაში, საცხოვრებელი სახლის ეზოში დარგული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ შემცველი 17 ძირი კანაფი. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 2 კილო და 700 გრამი ნედლი „მარიხუანა“.– ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს– ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებული პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას „გეკო“-ს ტიპის მცირეკალიბრიანი შაშხანა ამოიღეს, 19 საბრძოლო ვაზნით.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე (სსსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილით) მიმდინარეობს, რომელიც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 6–12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.  გამოძიება ასევე მიმდინარეობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) ,რომელიც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *