“ძალიან მაგონებს ეს ოქრუაშვილის ბალადას. ახალი არაფერი არ ეწერა ისეთი, რაც ამ 7 თვის განმავლობაში ან გაზეთებში ან ტელევიზიით არ ყოფილა, ამიტომ შინაარსზე საუბარი ზედმეტად მიმაჩნია, იმდენად აბსურდული რამეა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ხუხაშვილის გუშინდელი გამოსარჩლება, რაც პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებულ მოქმედებას აქვს ადგილი. ეს მხოლოდ ერთადერთი რამით იხსნება, რომ ისე ეშინია ამ ხელისუფლებას 19 აპრილის აქციის, ცოტა, მე მგონი, ეპარებათ კიდეც. რაც შეეხება ახალაიას, მან ან უნდა დაადასტუროს, ან ჩამოვიდეს და რაც უნდა, ის მოუყოლია, ეს მისი საქმეა. ძალიან გავს ეს ოქრუაშვილის ეპოპეას. კვლავ ვიმეორებ, ახალაიას თანამშრომლების 80%, თუ მეტი არა, ისევ იმ ადგილებზე ზის და ახლა უკვე ნამდვილად პოლიტიკური ოპონენტების დევნით არიან დაკავებული. ასე რომ, ამ ბრძოლაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, ბევრს ნერვებმაც შეიძლება უმტყუნოს, ბევრი რაღაც გარიგებაშიც შეიძლება შევიდეს, ძალიან დასანანია, თუ ეს დადასტურდა რომ ასე იქნება, მაგრამ საბოლოო ჯამში ცხადია, რომ ეს ყველაფერი 19 აპრილს უკავშირდება. 19 აპრილამდე 5 დღეა, მგონი, დარჩენილი და კიდევ ბევრი ხუხაშვილის თავში მოხარშული ავადმყოფობა იხილოს საზოგადოებამ”, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავა ახალაიას განცხადებას 19 აპრილს უკავშირებს

-
24.09.2026 ქუთაისელმა მოსამართლემ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა ჩინოვნიკების შეურაცხყოფის რეპრესიული მუხლი -
24.09.2026 აფხაზებისთვის რუსეთის მოქალაქეობის დოკუმენტების მიღების ტემპი 5-ჯერ გაიზრდება -
24.09.2026 პირველ ოქტომბერს ენმ „რიყის დოქებთან“ აქციას გამართავს -
24.09.2026 EU სინანულს გამოთქვამს, რომ ორგანიზატორებს მოუწიათ გორში დაგეგმილი ფესტივალის გადადება -
24.09.2026 რძის პროდუქტები თბილისის ბაგა-ბაღებში ორშაბათიდან დაბრუნდება -
24.09.2026 „არ გრცხვენიათ?!“ – ნიუ-იორკში ბოჭორიშვილს პროტესტით დახვდნენ