ახალი ამბები

გიგა ბოკერიას განცხადება

8 თებერვალი, 2013 • • 1058
გიგა ბოკერიას განცხადება

უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას განცხადებით, შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მასთან დაკავშირებას მხოლოდ მას შემდეგ ეცადა, რაც ძალადობა საჯარო ბიბილიოთეკის წინ  უკვე დაწყებული იყო და ყველამ საკუთარი თავალით ნახა, რომ პოლიცია არაფერს არ აკეთებდა სიტუაციის განსამუხტად.

 

როგორც ბოკერია ამბობს, მხოლოდ ამის შემდეგ გაუგზავნა ღარიბაშვილმა მას მოკლე ტექსტური შეტყობინება, შეთავაზებით, პრეზიდენტი ალტერნატიული გზით შეეყვანათ საჯარო ბიბლიოთეკის შენობაში. თუმცა, ბოკერიას განცხადებით, საუბარი აქ მხოლოდ პრეზიდენტზე არ იყო. უშიშროების საბჭოს მდივნის მოსაზრებით, ღარიბაშვილის ამ რეაქციამ დააგვიანა, რადგან სიტუაცია უკონტროლო გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი