ეკონომიკა

წლიურმა ინფლაციამ 7,1 პროცენტი შეადგინა

6 თებერვალი, 2012 • 1270
წლიურმა ინფლაციამ 7,1 პროცენტი შეადგინა

საქსტატის მონაცემებით 2012 წლის იანვარში, ინფლაციის საშუალო  წლიურმა დონემ 7,5 პროცენტი შეადგინა. 2011 წლის დეკემბერში ინფლაციის მაჩვენებელი 8,5 პროცენტი იყო,  2010 წელს დეკემბერში ინფლაციამ 7,1 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მაღალ  ნიშნულს ინფლაციამ 2011 წლის ივნისში მიაღწია და 11, 3  პროცენტს გაუტოლდა.

2012 წლის იანვარში ინფლაციის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ამ ჯგუფში ფასები 1,7 პროცენტით გაიზარდა. 2012 წლის იანვარში გაძვირდა ხილი და ყურძენი – 7,4 პროცენტით, ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილი – 5,8  პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი 4,0 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები 3,3 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებით, 2012 წლის იანვარში ფასები შემცირდა შაქარსა და სხვა ტკბილულზე– 3,9 პროცენტით, პურზე და პურპროდუქტებზე– 0,7 პროცენტით.

2012 წლის იანვარში ფასები შემცირდა ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ჯგუფზე 1,7 პროცენტით.

საქსტატის მონაცემებით, 2011 წლის იანვრიდან 2012 წლის იანვრამდე ინფლაციის 7,5– პროცენტიანი მაჩვენებლის ფორმირებაში ყველა ზე დიდი  გავლენა იქონია   ტრანსპოტის ჯგუფში ფასების ცვლილებამ.

12 –თვიან პერიოდში ამ ჯგუფში  ფასები 13,8 პროცენტით გაიზარდა და მისმა  წვლილმა წლიური ინფლაციის მაჩვენებელში 1,4 პროცენტული პუნქტი შეადგინა.  სატრანსპორტო მომსახურეობაზე ფასები 21,2 პროცენტით გაიზარდა. პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაცია 9,1 პროცენტით  გაძვირდა.

2011 წლის იანვრიდან 2012 წლის იანვრამდე  ფასები საცხოვრებელ ფართზე, წყალზე, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე 2,7 პროცენტით გაიზარდა. ამ ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის  მაჩვენებელში 0,3 პროცენტი შეადგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი