შსს-ს ცნობით, სარფის საბაჟო პუნქტზე 30 წლის ცირა ღ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით,  ცირა ღ-ს პირადი ჩხრეკისას 25 აბი „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც  თურქეთის რესპუბლიკიდან შემოჰქონდა. შსს აცხადებს, რომ დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *