ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ხვალ კონკურსში გამარჯვებულ 14 არასამთავრობო ორგანიზაციას გრანტებს გამოუყოფს. საგრანტო თანხის საერთო მოცულობა 1 120 000  ევროს აღემატება. 

დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები მიზნად ისახავს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, კანონის უზენაესობისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობას.

თუ რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეცემათ გრანტები, ცნობილი ხვალ ევროპის სახლში გამართულ პრეზენტაციაზე გახდება. პრეზენტაციას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი გახსნის.  

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *