დევნილები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში პარლამენტის წინ იკრიბებიან. “კონსერვატორების” ერთ-ერთი ლიდერი ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ თუ აქციაზე დევნილთა ნაწილი ვერ მოვა, აქცია სიმბოლური ფორმით მაინც ჩატარდება. ამჟამად პარლამენტთან იმყოფებიან “ხალხის პარტიისა” და “კონსერვატიული პარტიის” წევრები, ასევე, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა. მათი თქმით, პარლამენტის წინ კარვების გაშლა-არგაშლის საკითხს დევნილები თავად გადაწყვეტენ. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, აქციაზე რამდენი ადამიანი მივა. დამატებით ინფორმაციას აქციაზე მიმდინარე მოვლენების შესახებ ნეტგაზეთი კვლავ მოგაწვდით.
დევნილთა მხარდამჭერი აქცია ამ წუთებში იწყება
-
05.10.2026
გიორგი დავითაძის ოჯახი ომბუდსმენს: დროულად მიიღეთ ზომები
-
04.10.2026
გიორგი დავითაძემ „გაურკვეველი მცირე საგანი“ გადაყლაპა – პენიტენციური
-
04.10.2026
მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი ცოლი მოკლეს – ეჭვმიტანილი დაკავებულია
-
04.10.2026
თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 32 პირს მიანიჭეს
-
04.10.2026
რუსთავის N17 ციხეში პატიმარი გარდაცვლილი ნახეს – დაწყებულია გამოძიება
-
04.10.2026
რუსული მედია: საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი გაქცევის მცდელობისას მოკლეს
