მიხეილ სააკაშვილმა ეკონომიკის ახალი კურსის შესახებ გეზ-ის ახალი შენობის გახსნისას გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ესმის მეწარმეების წუხილი. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეწარმეებს ხშირად სამართლიანად უჩნდებათ განცდა, რომ სახელმწიფო არ აკეთებს საკმარისს, ბიზნესგარემო კიდევ უფრო უკეთესი რომ გახდეს.

ამ მიზეზით, სააკაშვილი ამბობს, რომ ის ეკონომიკის ახალ კურსს აცხადებს, რომლის მიზანია არსებული ხარვეზების სრულად დაძლევა და გაცილებით უკეთესი ბიზნესგარემოს შექმნა საქართველოში.

“ახალი კურსი” ითვალისწინებს: 

ახალი საგადასახადო კოდექსის ამუშავებას, რომელიც შეამცირებს საგადასახადო ადმინისტირების წნეხს მეწარმეზე. დარღვევის პატიებისა და წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის შემოღებას;

ასევე საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებას, რათა მეწარმე უფრო დაცულად გრძნობდეს თავს.

დარიცხვის ისეთი მექანიზმის შემოღებას, რომ ბიზნესის შეცდომის გამო, დარიცხულმა თანხამ საწარმოს გაჩერება და დანგრევა არ გამოიწვიოს; მაშინაც კი, თუ საწარმოს მფლობელი შეგნებულად არღვევს კონკრეტულ ნორმებს, საწარმო კი არ უნდა დაიხუროს, არამედ გადარჩეს და მუშაობა გააგრძელოს, რათა კონკრეტული ადამიანები ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩნენ.

ახალი, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და ძველების გადამზადებას ისე, რომ ყოველი მათგანი უპირველესად იყოს ორიენტირებული ბიზნესის წარმატებასა და ხელშეწყობაზე; ისე, რომ მათთან მუშაობა მეწარმისათვის იყოს კომფორტული და გასაგები; ისე, რომ მათგან მოდიოდეს სამართლიანობის განცდა.

ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც მკვეთრად გაამარტივებს პროცედურებს და მომსახურებას, შეამცირებს ბიუროკრატიას და მომსახურეობის ვადებს მინიმუმამდე დაიყვანს. მაგალითად, ისე, რომ განბაჟების პროცედურის სრული ციკლის დასრულება მაქსიმუმ ერთ საათში იყოს შესაძლებელი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *