ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი სომხეთთან პარტნიორობას აძლიერებს და ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.
ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
Dear @NikolPashinyan, it is good to see you as always.
We are bringing Armenia closer to the EU, while working on a peaceful and prosperous South Caucasus.
We are building roads and bridges with our €200 million connectivity package.
And bridges between people, with our peace-fostering investments.
Our Autonomous Trade Measures will open new opportunities.
With 80% of Armenia’s exports to the EU market now tariff free.
We expect the final adoption of these measures by EU legislators tomorrow – in record time!
And finally we are strengthening energy security.
So: the 🇪🇺🇦🇲 partnership is moving fast, forward and stronger than ever.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) September 23, 2026
„ჩვენ სომხეთს ევროკავშირთან ვაახლოებთ და ამავდროულად ვმუშაობთ მშვიდობიან და აყვავებულ სამხრეთ კავკასიაზე“, – წერს ფონ დერ ლაიენი.
მისი თქმით, ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში ურთიერთობის გასაძლიერებლად 200 მილიონი ევროს ოდენობის Global Gateway-ის პაკეტს ახორციელებს, რომელიც გზებისა და ხიდების მშენებლობას ითვალისწინებს.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ასევე „ხიდებს აშენებს ადამიანებს შორის“ მშვიდობის ხელშემწყობი ინვესტიციების საშუალებით და სომხეთისთვის ახალი სავაჭრო შესაძლებლობების შექმნას გეგმავს.
„ავტონომიური სავაჭრო ზომები ახალ შესაძლებლობებს გახსნის. სომხეთის ექსპორტის 80% ევროკავშირის ბაზარზე უკვე ტარიფებისგან თავისუფალია“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ევროკავშირის საბჭომ 2 სექტემბერს მხარი დაუჭირა სომხური პროდუქციისთვის დროებით სავაჭრო-ლიბერალიზაციის ზომებს, რომლებიც ითვალისწინებს ევროკავშირში სომხეთის ექსპორტის დაახლოებით 80%-ზე იმპორტის გადასახადების შეჩერებას. ზომები ძალაში ორი წლის განმავლობაში იქნება.
ფონ დერ ლაიენი წერს, რომ ამ ზომების საბოლოო მიღებას ევროკავშირის კანონმდებლებისგან ხვალ ელოდებიან და აღნიშნავს, რომ პროცესი რეკორდულად სწრაფად მიმდინარეობს.
მისი თქმით, ევროკავშირი ასევე აძლიერებს სომხეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.
„ევროკავშირისა და სომხეთის პარტნიორობა სწრაფად ვითარდება, წინ მიიწევს და იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე ყოფილა“, – წერს ფონ დერ ლაიენი.
