აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის 2026–2027 სასწავლო წლის სახელმძღვანელოები გაგზავნა.

აზერბაიჯანული სააგენტო APA-ს ქართული ბიუროს ინფორმაციით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს 18 დასახელების 22 050 სახელმძღვანელო გადაეცა.

სახელმძღვანელოებს შორისაა წიგნები „აზერბაიჯანული ენა“ და „ლიტერატურა“ I-XI კლასებისთვის.

როგორც apa წერს, სახელმძღვანელოების გადაცემას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს განათლების საკითხებში მრჩეველი ფუად ჩირაგოვი.

სახელმძღვანელოების აზერბაიჯანულენოვან სკოლებში განაწილება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე იგეგმება.