ირაკლი ღარიბაშვილი აპირებს გამოეხმაუროს მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან და “ქართული ოცნებიდან” წასვლას. ადვოკატის ინფორმაციით, ღარიბაშვილი ამ საკითხზე ისაუბრებს მის რიგით, მე-5 წერილში, რომელიც დღეს, 1 სექტემბერს გავრცელდება.
წარმოგიდგენთ ვიდეოს აუდიოჩანაწერის სრულ ტრანსკრიპტს:
“რასაც შეეწირა [მდინარაძე] და ახლა თქვენ წერილი ახსენეთ, ამასთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილი გამოაქვეყნებს წერილს და დეტალურად ისაუბრებს სწორედ ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით”, – აცხადებს ადვოკატი ლილი გელაშვილი ტვ პირველთან.
“ღარიბაშვილი პატიმარია. კომუნიკაციის ერთადერთი ფორმა მისთვის წერილებია და ამას არ მოაკლებს საზოგადოებას”.
ადვოკატის თქმით, ღარიბაშვილის შეფასებით ის, რაც მის მიმართა მოხდა, როდესაც ბრალი წარუდგინეს ქრთამის საქმეზე, არის ძალიან დიდი უსამართლობა.
“არ ეგონა, რომ საერთოდ ასეთი ტყუილების კასკადი იქნებოდა მის მიმართ და ცრუ ბრალდებები. აი, ამას ნამდვილად არ ელოდა”, – ამბობს ადვოკატი.
კითხვას, სწყდება თუ არა ღარიბაშვილს გული ივანიშვილზე, ის ასე პასუხობს:
“ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე ერთგული ადამიანი [იყო]… ზოგადად დავსვამ კითხვას და საზოგადოებას მივმართავ: ვინმეს გეგულებათ, ან გეგულებოდათ, ან დღესაც გეგულებათ ირაკლი ღარიბაშვილზე ერთგული ადამიანი? რიტორიკულად ვსვამ ამ კითხვას”.
ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარიდგინეს – დიდი ოდენობით ქრთამის აღება.
პროკურატურის განცხადებით, მის საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ითანამშრომლა.
მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
საუბარია თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ საჯარო შესყიდვის (სამედიცინო აპარატურა ჰოსპიტლისთვის) საქმეზე, რომლის ფარგლებშიც უკვე არიან დაკავებული ჯუანშერ ბურჭულაძე და სხვა მაღალჩინოსნები პროკურატურის თანახმად, ამ საქმიდან ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა.
ღარიბაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს, პოტენციური სასჯელი 15 წლამდე პატიმრობაა
