თბილისში, ბარათაშვილის პარკში კაცი მოკლეს. შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოკლული, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

„ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

„ფორმულას“ მოქალაქე უყვება, რომ სავარაუდოდ, ორ კაცსა და მოკლულს შორის დაპირისპირება ერთ-ერთ მარკეტში დაიწყო, თუმცა რა გახდა მიზეზი, უცნობია.