გიდი ვლასი ვაწაძე აცხადებს, რომ გუშინ, პირველ აგვისტოს, ძველ თბილისში ტურისტს თავს დაესხნენ და გაძარცვეს.
მისი ცნობით, ტურისტი კლინიკაში იმყოფება.
„კიდევ ერთი უსიამოვნო ფაქტი. გუშინ ჩემს ტურისტს თავს დაესხა 6 ადამიანი, წაართვეს ტელეფონი და ფული და ცემეს.აღენიშნება დაზიანებები მთელს სხეულზე. თავდასხმა მოხდა ძველ თბილისში. ტურისტი იმყოფება კლინიკაში. 6 თავდამსხმელიდან ორი დაიჭირეს“, – წერს ვლასი ვაწაძე.
ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 178-ე მუხლით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს. შსს-ში აცხადებენ, რომ ტურისტზე თავდამსხმელი პირები იდენტიფიცირებული არიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
