მაროკოდან ესპანეთის ქალაქ სეუტაში დაახლოებით 50 000 მიგრანტი შევიდა.
სეუტა ესპანეთის ავტონომიური ანკლავი ქალაქია, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე, ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის საზღვარზე მდებარეობს. ავტონომიურ ქალაქ მელილიასთან ერთად სეუტა აფრიკის ევროპასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საზღვარია. სეუტას მოსაზღვრე აფრიკული ქვეყანა მაროკოა, საიდანაც ქალაქში მიგრანტები შევიდნენ.
BBC-ის ცნობით, ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ავტონომიურ ქალაქში შესვლის მცდელობას მინიმუმ 18 ადამიანი ემსხვერპლა.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ათასობით მიგრანტის ამსახველი ვიდეობი და ფოტოები, რომლებიც ხმელეთით და ზღვით მაროკოსთან მოსაზღვრე ქალაქ სეუტაში გადადიან.
სეუტას ადგილობრივი მთავრობის მოთხოვნის მიუხედავად, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს ამბობს საგანგებო სიტუაციის გამოცხადებაზე. თუმცა ესპანეთის მთავრობამ უკვე გაგზავნა სამხედროები სეუტაში და მის მოსაზღვრე ავტონომიურ ქალაქ, მელილაში.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, სეუტაში დროებითი ცენტრი გაიხსნება, რომელიც უზრუნველყოფს იმ ადამიანების დოკუმენტაirebas, რეგისტრაციასა და იდენტიფიცირებას, რომლებსაც ესპანეთში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. ასევე, სანჩესის თქმით, ესპანეთმა აქტიურად უნდა ითანამშრომლოს მაროკოსთან არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით.
აღნიშნულ მიგრაციულ კრიზისს ევროპელი ლიდერებიც გამოეხმაურნენ.
იტალიის პრემიე- მინისტრი ჯორჯია მელონი სოციალურ ქსელ x- ზე ამ ფაქტს აღწერს, როგორც მთლიანი ევროპის საზღვრებისთვის შემცველ საფრთხეს და აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მზადაა, ესპანეთთან შენგენის შეთანხმებაც კი შეაჩეროს.
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროკავშირის საზღვრების დაცვა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია და აღნიშნავს, რომ ესპანეთმა რაც შეიძლება მალე უნდა აღადგინოს კონტროლი სეუტას ტერიტორიაზე.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ამბობს, რომ მსგავსი სიტუაცია მიუღებელია ევროკავშირისთვის და ორივე მხარესთან, ესპანეთთან და მაროკოსთან, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლაურენტ ნუნესმაც მოითხოვა საფრანგეთთან ესპანეთის საზღვრების გაძლიერება, რადგან შიშობენ, რომ მიგრაციული ნაკადი ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება.
მსგავსი ფაქტი 2021 წელსაც მოხდა, როდესაც სეუტაში 10 000-ზე მეტი ადამიანი შევიდა. თუმცა მიგრანტების ამჟამინდელი ნაკადი უფრო მასშტაბურია.
ავტორი: სალომე ბუჯიაშვილი
