უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ინფორმაცია ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფედოროვმა გაავრცელა.

დაიღუპა 67 წლის ქალი, 62 და 49 წლის კაცები.

ფედოროვის თქმით, რუსულმა ჯარებმა მართვადი ავიაბომბებით დარტყმები მიიტანეს საოლქო ცენტრის საცხოვრებელ კვარტლებზე.

ერთ-ერთი დარტყმის შედეგად ცხრასართულიანი კორპუსის სადარბაზოს ნაწილში ცეცხლი გაჩნდა, დაზიანდა კიდევ ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლიც. დაიწვა რამდენიმე ავტომობილი.

რუს სამხედროებს დარტყმაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.