აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი რაულ ლოლუა ინტერვიუში (“მედია პროექტი – ხარა”) აცხადებს, რომ საქართველო აფხაზეთის მიმართულებით შესაძლო ნაბიჯებისთვის ემზადება, თუმცა, მისი თქმით, აფხაზეთს რუსეთის მხარდაჭერა და მასთან „მაქსიმალურად ახლო“ კავშირი აქვს.

“კი, საკმაოდ ძლიერი ქვედანაყოფები ჰყავს საქართველოს, მაგრამ ჩვენ ძლიერი და მასშტაბური კავშირი გვაქვს რუსეთთან. რა ძალაც არ უნდა ფორმირდეს იქ [საქართველოში], ამ აგრესიას ვუპასუხებთ. ბევრს ვერ ვიტყვით, რას ვაკეთებთ, მაგრამ კოორდინერებულად ვმოქმედებთ რუსეთთან, სხვა ვისთან, სხვა ისეთი მოკავშირე არავინ გვყავს, ვისთანაც ოფიციალურად და ღიად ვთანამშრომლობთ. ბევრი შეთანხმება არსებობს და ყველა მუშაა.

როგორ ფიქრობთ, რომ არა რუსეთის დახმარება, ქართველები გადადგამდნენ რაიმე ნაბიჯებს აფხაზეთის მიმართულებით? რა თქმა უნდა, კი. დღეს ისინი ელოდებიან, რომ რუსეთი დასუსტდება, ასეთი ტაქტიკა აქვთ. შეიარაღებული ძალებიც ამიტომ სჭირდებათ, ამ საკითხების გადასაჭრელად. თუმცა ძალიან ცდებიან, არც თავად და არც მათი შვილები ვერ მოესწრებიან ამას. ჩვენ მაქსიმალურად ახლოს უნდა ვიყოთ [რუსეთთან]”, –  ამბობს რაულ ლოლუა.