ცხინვალი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების თარიღად 2026 წლის 18 სექტემბერი განსაზღვრა.

არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ალან გაგლოევმა დე ფაქტო პრეზიდენტის უფლებამოსილება ვადამდე ადრე დატოვა. ამჟამად დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას რუსეთის მოქალაქე მარატ კამბოლოვი ასრულებს.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში არჩევნები არაუგვიანეს 90 დღის ვადაში უნდა გაიმართოს.

დე ფაქტო კონსტიტუციის მიხედვითვე, პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს “სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, რომელიც 35 წელს გადაცილებულია, ფლობს ოსურ და რუსულ ენებს და რეგისტრაციამდე ბოლო 10 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. პრეზიდენტი ხუთი წლის ვადით აირჩევა და ერთსა და იმავე პირს ამ თანამდებობის დაკავება ზედიზედ ორ ვადაზე მეტხანს არ შეუძლია”.