თიბისის მობაილბანკში ახალი შესაძლებლობა გელოდებაახლა უკვე შეგიძლია შენი მეგობარი ციფრული ბანკინგის სამყაროში მოიწვიო და ორივე 8-8 ლარით დასაჩუქრდეთ.

მობაილბანკის ახალი ფუნქციონალის დახმარებით, მეგობრის მოწვევა მარტივად შეგიძლიაიპოვე მოსაწვევი ბმული მობაილბანკის პროფილის განყოფილებაში, გაუზიარე მეგობარს და ერთად მიიღეთ საჩუქარი ერთგულ ყულაბაში.

საჩუქრის მისაღებად, მოწვეულმა მეგობარმა უნდა გაიაროს მობაილბანკის რეგისტრაცია, მიიღოს უფასო თიბისი ბარათი და შემდეგ, შეასრულოს მინიმუმ 5 ლარის ღირებულების ერთი გადახდა. გადახდა შესაძლებელია როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ ტერმინალზე; ასევე, უშუალოდ მობაილბანკიდანგადახდების გვერდზე განთავსებული სერვისებით, მაგალითად, კომუნალური გადასახადების გადახდით ან მობილურის ბალანსის შევსებით.

პირობის შესრულების შემდეგ, როგორც მოწვევის გამომგზავნი, ისე ახალი მომხმარებელი მიიღებთ 8 ლარს ერთგულ ყულაბაში.

შეგიძლია მოიწვიო საქართველოს ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე, რომელსაც აქამდე თიბისის მობაილბანკით არ უსარგებლია. მოწვეულ მეგობართა რაოდენობა შეზღუდული არ არისრაც უფრო მეტ ადამიანს გააცნობ მობაილბანკის შესაძლებლობებს, მით მეტ საჩუქარს მიიღებ.

როგორც თიბისის მობაილბანკის სხვა განახლებული ფუნქციონალები, მეგობრების მოწვევის ფუნქციონალიც იმ მთავარ მიზანს ემსახურება, რომ ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიურობა გავუმარტივოთ. მობაილბანკის განვითარებით, ვქმნით გამოცდილებას, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ფინანსური სერვისები კიდევ უფრო მარტივად მიიღონ და შესაძლებლობები ერთმანეთს გაუზიარონ.

თვითონ სცადემოიწვიე მეგობარი.