საპატრიარქოს ეზოში მანქანა შევარდა. ადგილზე მისულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ჭიშკრის ერთი ნაწილი მთლიანად ამოვარდნილია ჩარჩოდან და ძირს გდია. გარდა ამისა, დაზიანებულია შლაგბაუმი.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყებაში გვითხრეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ.

დამატებითი დეტალების გარკვევის შედეგ მასალა განახლდება.

განახლება: პოლიციამ 1 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას.

ფოტოები: საინფორმაციო სააგენტო INFO9