„მთის ამბების“ რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მარგებაძე თავს დაესხა.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, შემთხვევა „ფორმულას“ ეთერში გადაცემა „ღია სივრცის“ დასრულებისთავანე მოხდა. სწორედ ამ გადაცემაში ჰესებთან დაკავშირებულ საკითხებზე იყო სტუმრად გიორგი მარგებაძე.
„ეთერიდან გამოსვლისთანავე თავს დამესხა ჰესების ლობისტი, „ქართული ოცნების“ მოძველბიჭო ელემენტი მარგებაძე. სახე მაქვს დაზიანებული. მივედი პოლიციაში. პასუხს აგებს“, – წერს გელა მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.
