“მოლდოვისა და სომხეთის ტერიტორიაზე მოქმედი მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO-ები) ახორციელებენ დისკრედიტაციისკენ მიმართულ ქმედებებს, რათა ხელი შეუშალონ რუსეთთან თანამშრომლობას”,-  ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ალექსეი შევცოვმა სააგენტო TASS-ის კითხვის საპასუხოდ.

„ამჟამად მოლდოვაში დაახლოებით 14 ათასი არასამთავრობო ორგანიზაციაა რეგისტრირებული, ხოლო სომხეთში – დაახლოებით 9 ათასი. მათი დიდი ნაწილი მუშაობს ორმხრივი ურთიერთობებიას [რუსეთთან]  და ინტეგრაციული პროცესების დისკრედიტაციაზე“ ,- განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბარში.