სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პირველ აპრილს სამუშაო ვიზიტით გაემგზავრება რუსეთის ფედერაციაში.

სააგენტო „არმენპრესის“ თანახმად, აღნიშნული ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გაავრცელა.

ვიზიტის ფარგლებში მოსკოვში გაიმართება პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.