პოკროვსკის ფრონტზე რუსული Ka-52 ტიპის სამხედრო ვერტმფრენი უკრაინელებმა დრონის დახმარებით ჩამოაგდეს.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, რობერტ ბროვდიზე დაყრდნობით, რომელიც უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურია.

რობერტ ბროვდის ცნობით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ ეკიპაჟმა გაქცევა სცადა, თუმცა ამის საშუალება უკრაინულმა დრონებმა არ მისცეს.

Ka-52 ახალი თაობის სადაზვერვო-თავდამსხმელი ვერტმფრენია, რომელიც შექმნილია ჯავშანტექნიკის, ცოცხალი ძალისა და საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად. მსგავსი ახალი ვერტმფრენის ღირებულება 16 მილიონი დოლარია.