პარტია „გახარია საქართველოსთვის“ აპირებს, პარლამენტში ინიციირებას ამნისტიის კანონპროექტის, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრის ჩათვლით საპროტესტო აქციებში დაკავებულ და დაჯარიმებულ მოქალაქეებს შეეხებათ.

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ განაცხადა.

„თუ მართლა გსურთ პოლიტიკური ვითარების ნორმალიზება, დაძაბულობის დეესკალაცია და პრეზიდენტის სტატუსის მოპოვება, რამდენიმე დღეში ჩვენი საპარლამენტო გუნდი საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ამნისტიის კანონპროექტს, რომელიც 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის სექტემბრის ჩათვლით საქართველოში განვითარებულ საპროტესტო აქციებში დაკავებულ და დაჯარიმებულ მშვიდობიან მოქალაქეებს შეეხებათ, და მოგმართავთ ამ ტრიბუნიდან, მხარი დაუჭირეთ ამ კანონპროექტს, გაათავისუფლეთ ისედაც გაჭირვებული ადამიანები 5 000-10 000-ლარიანი ჯარიმებისგან და გაათავისუფლეთ დატყვევებული ის ახალგაზრდები, რომლებიც „ოცნების“ ამომრჩეველსაც კი ხინჯად აქვს გულში“, — მიმართა კერესელიძემ მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც პარლამენტში ყოველწლიური მიმართვით წარდგა.