შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებია: დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ახალი მოადგილე ჰყავს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვაჟა სირაძესაც.

შსს-ს ცნობით, სირაძის მოადგილე თეიმურაზ კუპატაძე გახდა. სწორედ ის ხელმძღვანელობდა აქამდე დაცვის პოლიციის დეპარტამენტს. ამიერიდან ამ უწყებას  ალექსანდრე გიორგი ალადაშვილი უხელმძღვანელებს. ალადაშვილი აქამდე კახეთის გუბერნატორი იყო.

ფოტო: გიორგი ალადაშვილი და თეიმურაზ კუპატაძე