კაცს, რომელიც 14 წლამდე ბავშვს სხვადასხვა სახის სექსუალური ქმედების განხორციელებას აიძულებდა, 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ამ ინფორმაციას ბავშვის ინტერესების დამცველი ორგანიზაცია “საფარი” ავრცელებს.

ორგანიზაცის ცნობით, კაცი ბავშვს სოციალურ ქსელ TikTok-ზე გაეცნო როგორც მისი თანატოლი, შემდეგ კი გაუგზავნა ინტიმური შინაარსის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები. გარდა ამისა, კაცი იმავეს გაკეთებას აიძულებდა ბავშვსაც. ასევე, აიძულებდა სხვადასხვა სახის სექსუალური ქმედების განხორციელებას.

“საფარის” დასახმარებლად ბავშვის დედამ მიმართა. ორგანიზაციის იურისტის, მარი ვარამაშვილის თქმით, თავდაპირველად კაცი სოციალურ ქსელში იდენტიფიცირებადი არ იყო. თუმცა მათ შეძლეს მისი ვინაობის დადგენა, რის შემდეგაც  პოლიციამ დააკავა და 2025 წლის 21 მაისს პატიმრობა შეუფარდა. თითქმის 8-თვიანი გამოძიების შემდეგ, დღეს, 15 იანვარს, კაცს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა.

“საფარის პრაქტიკაში TikTok-ის პლატფორმაზე კიბერგრუმინგის პირველი შემთხვევაა, როდესაც პედოფილი იდენტიფიცირდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. საფარი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა ბრალდებულის სხვა სავარაუდო მსხვერპლების საქმეებზეც გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.