21 სექტემბერს პალესტინის სახელწიფოებრიობა ოფიციალურად აღიარა დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ.
კანადა არის დიდი შვიდეულის წევრი პირველი ქვეყანა, რომელმაც პალესტინის დამოუკიდებლობა აღიარა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ეს აღიარება საჭირო იყო მშვიდობისთვისა და “ორი სახელმწიფოს პრინციპზე” საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი.
“ეს ნიშნავს უსაფრთხო და დაცულ ისრაელს სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფოს გვერდით — ამჟამად არც ერთი გვაქვს “ ,- განაცხადა სტარმერმა.
სტარმერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს აღიარება „ჰამასისთვის ჯილდო არ არის“, რადგან ამით ჰამასს არ შეიძლება ჰქონდეს მომავალი.
ამ ქვეყნების გარდა პალესტინის სახელწიფოებრიობის აღიარებას გეგმავენ საფრანგეთი, პორტუგალია, ახალი ზელანდია.
„არავითარი პალესტინის სახელმწიფო არ იქნება“, – ასე გამოეხმაურა დიდი ბრითანეთის, კანადის და ავსტრალიის მიერ პალესტინიას აღიარებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.
მთავარი ფოტო: პალესტინის მხარდამჭერი აქცია ავსტრალიაში. ფოტო: epa
