ტელეწამყვანებმა, თამუნა ჩიხლაძემ და თეონა ბაკურიძემ ტელეკომპანია “ფორმულა” დატოვეს. ბოლოს გადაცემა “ფორმულას დღე” მიჰყავდათ. თავდაპირველად ამ გადაცემის წამყვანი მათთან ერთად იყო გურამ როგავაც, თუმცა შემდეგ  ის დატოვა.

ჩიხლაძე და ბაკურიძე “ფორმულაზე” 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღეს. მის უკან პერსონალური მიზეზები დგას, რომელიც გამოწვეულია იმ გარემოთი, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ბოლო გადაცემაში მათ ვრცელი დრო დაუთმეს ქვეყანაში შექმნილ მძიმე მედიაგარემოს და რეპრესიებს, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ჟურნალისტებს მოუწყო.