მობილური ოპერატორით ”ბილაინით” სარგებლობა უკვე დუშეთშიც გახდა შესაძლებელი. მას შემდეგ, რაც ახალი საბაზო სადგური ამუშავდება, დუშეთის მიმდებარე დასახლებები და ბაზალეთიც  შევა”ბილაინის” დაფარვის ზონაში.

”ბილაინის” ქსელით უკვე სარგებლობს იმერეთის კიდევ 6 სოფელი.

უახლოეს მომავალში ”ბილაინი” სამცხე-ჯავახეთის,  იმერეთის, სამეგრელოსა და რაჭის სრულ დაფარვას გეგმავს, რადგანაც დღემდე ამ რაიონებში ”ბილაინის” კავშირი  სუსტი იყო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *