რუსეთმა შესაძლოა გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად კიდევ ერთი კანონი მიიღოს  და აკრძალოს ე.წ. “ნებაყოფლობითი უშვილობის პროპაგანდა”.

ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისის რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.

საკანონმდებლო ინიციატივა კრძალავს ინტერნეტში, მედიაში, კინოში და რეკლამაში შვილის გაჩენის, როგორც ადამიანის არჩევანის საკითხის შესახებ საუბარს და მას “პროპაგანდას” უწოდებს.

ბიბისის მიხედვით, ეს ინიციატივა დუმაში “ედინაია რასიას” დეპუტატებმა წარადგინეს და ბოლო ორ წელიწადში ეს არის მესამე ინიციატივა ამ თემაზე, თუმცა ამჯერად მას წინასწარ დაუჭირეს მხარი როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში.

საკანონმდებლო ინიციატივა “უშვილობის პროპაგანდისთვის” ითვალისწინებს ჯარიმებს – კერძო პირები მაქსიმუმ 400 ათასი რუბლით, ორგანიზაციები კი 5 მილიონი რუბლით დაჯარიმდებიან.