ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა აკრიტიკებს “ქართული ოცნების” განცხადებებს, თითქოს დასავლეთი საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს.
მისი თქმით, ეს ყალბი განცხადებები მიუღებელი და დამაზიანებელია თბილისისა და ბრიუსელის ურთიერთობებისთვის.
იუროვა ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.
“[ეს] ემსახურება მხოლოდ რუსეთის, მისი პროპაგანდის ინტერესებს”, – განაცხადა იუროვამ.
მან ასევე გააკრიტიკა მთავრობის მიერ აგენტების შესახებ რუსული და ანტი-ლგბტქ კანონების მიღება.
