star car

თუ დაქირავებული მანქანით ჯერ არ გიმოგზაურიათ, ალბათ, ნაკლებად გექნებათ წარმოდგენა ყველა იმ დადებით მხარეზე, რაც მას ახლავს თან. სწორედ ამიტომ ამ უპირატესობებს ქვემოთ დეტალურად გაგაცნობთ. იმ შემთხვევაში კი, თუ საქართველოში მოგზაურობას დაქირავებული ავტომობილით გადაწყვეტთ, მიგასწავლით ადგილსაც, სადაც მანქანების ყველაზე დიდი არჩევანი და კომფორტული პირობები დაგხვდებათ.

თავისუფლად მოგზაურობა

 როცა ჩვენი მოგზაურობა საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა დამოკიდებული, ბევრი რამისთვის გვიწევს ანგარიშის გაწევა. მაგალითად, ავტობუსებისა და მატარებლების განრიგზე მორგება, მხოლოდ იმ ადგილების მონახულება, სადაც ტრანსპორტი მიგვიყვანს და ა.შ. არადა, მანქანის დაქირავებისას ყველა ამ შეზღუდვისგან ვთავისუფლდებით. ასეთ დროს შეგვიძლია, მივიღოთ სპონტანური გადაწყვეტილებები და გეგმები ჩვენს იმდღევანდელ სურვილებსა და განწყობას მოვარგოთ; მივყვეთ ჩვენთვის სასურველ ტემპს, შევჩერდეთ ნებისმიერ დროსა და ადგილზე… მოკლედ, მანქანით გადაადგილება გვაძლევს თავისუფლებას, მოგზაურობა მხოლოდ ჩვენს სურვილებს დავუქვემდებაროთ, საკუთარი განრიგის შედგენით კი, დავზოგოთ მოგზაურობისთვის გამოყოფილი ძვირფასი დრო.

დისტანციურ ადგილებზე წვდომა

 ნებისმიერი ქვეყანაში არის გამორჩეული ადგილები, სადაც ტრანსპორტით მისვლა ან რთულია ან საერთოდ შეუძლებელი. გამოსავალი ასეთ შემთხვევაშიც ავტომობილის დაქირავებაა. არც იმას აქვს მნიშვნელობა რამდენად რთული ან შორია სავალი გზა, შესაბამისი გამავლობის მანქანით, ამ წინაღობასაც დაძლევთ და, ერთი შეხედვით, მიუწვდომელი ადგილების მონახულებასაც შეძლებთ.

დამატებითი კომფორტი

 დაქირავებული მანქანით მოგზაურობა რომ უფრო კომფორტულია, ამაზე არა მგონია ვინმე შემოგვედავოს. მით უმეტეს მაშინ, როდესაც თან დიდი ბარგი გვაქვს და მისი ხელით ტარება ყველა ლოკაციაზე გვიწევს. რა ჯობს, ზედმეტი ნივთების მანქანაში უსაფრთხოდ დაბინავებას და ფეხით სავალი გზის მსუბუქად გავლას?

 ხარჯთეფექტურობა

თუკი ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად მოგზაურობას გეგმავთ, დაქირავებული ავტომობილით ეს შესაძლოა გაცილებით იაფი დაჯდეს. საქმე ისაა, რომ თითოეული ადამიანისთვის ავტობუსისა თუ მატარებლის ბილეთების საფასური, ზოგჯერ მნიშვნელოვნად აღემატება მანქანის დღიურად დაქირავების გადასახადს.

სად იქირავებთ ავტომობილს დღიურად საქართველოში?

 მანქანების გაქირავების ქართული კომპანია Star Car Rental მომხმარებლებს ყველაზე კომფორტულ პირობებს სთავაზობს. ავტომობილების ფართო ასორტიმენტიდან, თქვენ შეგეძლებათ არჩევანი გააკეთოთ ისეთზე, რომელიც თქვენს მიზნებს ყველაზე კარგად ერგება. რაც მთავარია, ყველა ავტომობილი ტექნიკურად გამართულია, რადგან გაქირავებამდე ისინი სპეციალურ შემოწმებას გადიან. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიას აქვს ხელმისაწვდომი ფასები და გადახდის გამჭვირვალე სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ სერვისით სარგებლობისას დამატებითი გადასახადებით თავის შეწუხება აღარ მოგიწევთ.

მანქანის ქირაობა ქუთაისში

 Star Car Rental-ის ოფისი და ავტოპარკი ქუთაისშია განთავსებული. სწორედ ამიტომ ის მომხმარებლები, რომლებიც მანქანის დაქირავებას ქუთაისში გადაწყვეტთ, დამატებითი უპირატესობით ისარგებლებთ. საქმე ისაა, რომ კომპანია ქუთაისის აეროპორტში ან მის ნებისმიერ ტერიტორიაზე სასურველ ავტომობილს სრულიად უსასყიდლოდ მოგიყვანთ და ჩაიბარებს. დაჯავშნილი ავტომობილის მიღებას, დამატებითი გადასახადის სანაცვლოდ, თბილისისა და ბათუმის აეროპორტებშიც შეძლებთ.

როგორ დაიქირავებთ მანქანას Star Car-ზე?

 Star Car Rental მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმას, რომელზეც ავტომობილების სრულ ჩამონათვალსა და თითოეული მოდელის მახასიათებლების დეტალურად გაცნობას შეძლებთ. ვებ-გვერდზევე მიუთითებთ სასურველი მანქანის აყვანისა და ჩაბარების თარიღებსა და ლოკაციებს, რის შემდეგაც სისტემა თანხას ავტომატურად დაიანგარიშებს. ავტომობილის დასაჯავშნად კი მხოლოდ თქვენი ბაზისური მონაცემები დაგჭირდებათ.

თუკი ჩვენი ინსტრუქციის შემდეგ, მაინც გაგიჩნდათ კითხვები Star Car-თან ან გსურთ რაიმე დეტალის დაზუსტება, შეგიძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიმართოთ კომპანიის მხარდაჭერის გუნდს ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.