12 სექტემბერს აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენა გაიმართება თემაზე “არასამათავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონებსა და დემოკრატიული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტების“ შესახებ მსოფლიოში არსებულ ტენდენციებზე.

სენატში მომხსენებლებს შორის იქნება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობის გლობალური მოძრაობის დირექტორთა საბჭოს წევრიცაა.

ეკა გიგაურთან ერთად, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმენენ არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტსა და აღმასრულებელ დირექტორს და Freedom House-ის ჩინეთის, ჰონგ კონგისა და ტაივანის კვლევის დირექტორს.